დღის ცენტრი

დღის ცენტრი - სოციალური თერაპიის სახლი


ჩვენს დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები და ზრდასრულები ჩართულნი არიან შრომით, მხატვრულ და კულტურულ საქმიანობებში, რომელიც დროში რიტმულად არის გადანაწილებული.

შრომის პროცესი სახელოსნოების წევრების თავისებურებების გათვალისწინებით ისეა დაგეგმილი, რომ შესაძლებელი გახდეს მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ერთობლივ საქმიანობაში. აქ ისინი თანამშრომლები არიან, სახელოსნოს ხელმძღვანელები და დამხმარეები მათთან ერთად მუშაობენ.
სახელსნოებში მზადდება პროდუქცია, რომელიც ხარისხიანი, გამოსადეგი და საჭიროა სხვა ადამიანებისთვის. 

მხატვრული და თერაპიული საქმიანობები მოიცავს ხატვას, ძერწვას, მუსიკას, ევრითმიას (მოძრაობითი თერაპია), დრამას, მხატვრული ნაწარმოებების კითხვას, სპეციალურ განმავითარებელ თამაშ-აქტივობებს.

კულტურული საქმიანობებში იგულისხმება  გამოფენები, გამოფენა-გაყიდვები, კონცერტები, სპექტაკლები, დღესასწაულების აღნიშვნა, ქალაქგარეთ გასეირნება.


სოციალური თერაპიის სახლში რვა სახელოსნოა, სადაც დღეისათვის  50 შეზღუდული შესაძლებლობის პირი საქმიანობს.