ახალი ინიციატივა

2017  წელს დაიგეგმა მცირე სოციალურ-თერაპიული, ეკოლოგიური თემის ჩამოყალიბება კავშირის კუთვნილ მიწის ფართობზე, რომელიც მდებარეობს დიდ ლილოში, სოფელ ნასაგურთან.

თემი ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს იმ შშმ პირებს, რომელთაც არა აქვთ საშუალება,  იცხოვრონ საკუთარ ოჯახებში. ისინი თემის სრულუფლებიანი წევრები იქნებიან და მონაწილეობას მიიღებენ აქ განხორციელებულ ყველა საქმიანობაში.

თავისი საქმიანობისას თემი იხელმძღვანელებს გარემოს დაცვის, რესურსების დაზოგვის და მინიმალური ნარჩენის წარმოქმნის პრონციპით.

ეტაპობრივად დაგეგმილია ოთხი საცხოვრებელი სახლის აშენება ეკოლოგიურად სუფთა, თბოიზოლაციის თვისების მქონე მასალით. განზრახულია ენერგიის დამზოგავი და ალტერნატიული ენერგიის სისტემების გამოყენება. თითო სახლში იცხოვრებს 3-4- ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ერთობლივად განხორციელდება შემდეგი საქმიანობები: 

  • მებოსტნეობა
  • მეხილეობა
  • კენკრის მოშენება
  • მეფუტკრეობა
  • შინაური ცხოველების მოვლა.

თემი ეცდება ფართო საზოგადოებას გააცნოს თავისი საქმიანობა და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება.